სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებლის
ცირა თურმანიძის
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის ანგარიში
საშინაო დავალების შესრულების ეფექტურობის გაზრდა
სწავლების დაწყებით საფეხურზე მათემატიკაში
2018/2019 სასწავლო წელი
სარჩევი
შესავალი
-------------------------------------------------- 3
თავი I. საკვლევი
თემის მიმოხილვა -----------------
4
1.1
საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალურობა. პრობლემების
დასაბუთება
1.2
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის და
მშობლებისათვის
თავი II. კვლევის მიზნები და ამოცანები ------------ 5
2.1
კვლევის კითხვები
2.2
კვლევის მიზნები
2.3
კვლევის ამოცანები
თავი III.
ლიტერატურის მიმოხილვა -ანალიზი---- 9
თავი IV. კვლევის მეთოდოლოგია-------------------- 13
4.1 კვლევის ეთიკა
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები
4.4 შეგროვებული მონაცემების ანალიზი(გრაფიკები)
4.5 კვლევის ვადები
თავი V. ინტერვენციები----------------------------- 21
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა - განხორციელება
5.2 ინტერვენციების შეფასების მეთოდები
თავი VI. კვლევის შედეგების ანალიზი----------- 25
6.1 პირველადი მონაცემების და კვლევის შედეგების ანალიზი
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი
თავი VII. აღმოჩენები , რეკომენდაციები
, ნაკლოვანებები--30
დასკვნა---------------------------------------------- 31
ბიბლიოგრაფია------------------------------------- 32
რეფლექსია------------------------------------------ 33
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვენატკოცის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის ცირა თურმანიძის მიერ ჩატარებული პრაქტიკის
კვლევის ანგარიშს, თუ როგორ გავზარდოთ საშინაო დავალების შესრულების ეფექტურობა, სწავლის
დაწყებით საფეხურზე მათემატიკაში. კვლევაში
განხილულია თემასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გამომწვევი მიზეზები. კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა ლიტერატურაში არსებულ
ინფორმაციას და საკუთრ პედაგოგიურ პრაქტიკას . ნაშრომი არის ორიგინალური და არ შეიცავს
სხვის მიერ გამოყენებულ მასალას. კვლევაში გამოყენებული ლიტერატურიდან აღებული ინფორმაციის
შემთხვევაში მითითებულია როგორც ლიტერატურა ასევე ავტორი .
თავი I. საკვლევი
თემის მიმოხილვა
1.1
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალობა; პრობლემების
დასაბუთება
დაწყებით საფეხურზე საშინაო დავალების სისტემატიურად
შესრულება არის აქტივობა, რომელიც მოსწავლეს
ეხმარება სხვადასხვა უნარების განვითარებაში. საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლე
იხსენებს კლასში ახსნილ მასალას, რისი გამოყენებითაც ახდენს საშინაო დავალების შესრულებას.
პასუხიმგებელია დავალების ხარისხზე, განამტკიცებს კლასში მიღებულ ცოდნას. იმ დავალებას რომელიც მან კლასში მასწავლებელთან და მოსწავლეებთან
ერთად შეასრულა, უკვე დამოუკიდებლად ასრულებს. მიღებული ცოდნის გამოყენებას უკვე დამოუკიდებლად
ახერხებს და ცოდნის ტრანსფერსაც ახდენს. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა კი ხელს
უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მოსწავლე
პასუხისმგებელი ხდება დავალების სისწორესა და ხარისხზე. საშინაო დავალების შესრულების
აუცილებლობა - თემა აქტუალურია კიდევ იმიტომ, რომ მასწავლებელი გებულობს, თუ როგორ გაიგო მოსწავლემ
ახსნილი მასალა და მას უადვილდება შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვა.
მნიშვლელოვანია ისიც, რომ დავალების შემოწმების პროცეში მასწავლებლისაგან
მოსწავლე იღებს განმავითარებელი შეფასებას.
განმავითარებელი შეფასება კი ხელს უწყობს მოსწავლის თვითშეფასების ამაღლებას
.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საშინაო დავალების შესრულება მოსწავლის მხრიდან,
მნიშვნელოვანი ფაქტორია საგნის სწავლებისას .
პირველადი
მდგომარეობის კვლევა
·
ანკეტირება
მასწავლებლებისათვის
·
ანკეტირება
მშობლებისათვის
·
ანკეტირება
მოსწავლეებისათვის
1.2
მოსალოდნელი
შედეგები ჩემთვის, მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის
, მშობლებისათვის.
პრაქტიკული კვლევისას, კვლევაში აქტიურად არის ჩართული სასკოლო საზოგადოება
.
ვფიქრობ, რომ მოსწავლეები შეძლებენ საშინაო დავალების
შესრულების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და აამაღლებენ დავალების შესრულების ხარისხს. ეს კი მოსწავლეებს განუვითარებს პასუხისმგებლობის,
დამოუკიდებელი მუშაობისა, ტრანსფერისა და ინტერპერსონალურ
უნარებს .
მე კვლევა დამეხმარება, ჩემი ცოდნის რეალიზებაში და პროფესიულ ზრდაში. კვლევის პროცეში გავეცანი თემასთან დაკავშირებულ
უამრავ ლიტერატურას , რომელიც სხვა დროსაც გამომადგება ჩემს მუშაობის პროცესში წამოჭრილი
პრობლემების გადასაჭრელად .
მშობლებისათვის მისაღები იქნება, რომ მათი შვილები
დამოუკიდებლად შეძლებენ დავალების შესრულებას, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებკლად მიიღებენ. დავალების შესრულების დროს მათ შვილებს აღარ დაჭირდებათ მშობლების დახმარება და უფრო მეტიც
მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ მშობლების დასახმარებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აღნიშნული კვლევა მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო
იქნება. ვფიქრობ, გავუზიარო გამოცდილება კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის დროს. მათ ექნებათ ინფორმაცია ჩემს მიერ გამოკვლეული პრობლემებისა
და მათი მოგვარების გზების შესახებ, რასაც
მსგავსი პრობლემების მოგვარების პროცესში გამოიყენებენ. თუ საჭირო გახდა მოახდენენ
მოდიფიცირებას სიტუაციიდან გამომდინარე .
თავი II. კვლევის მიზნები და ამოცანები
2.1 კვლევის
ჰიპოთეზა / მთავარი კითხვა
ჰიპოთეზა- მოსწავლეები
პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან დავალების შესრულებას. ხშირად შესრულებული დავალება უხარისხოა. ხშირია შემთხვევბი, როცა მოსწავლეს დავალებას უწერს მშობელი ან უფროსი და-
ძმა. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე დავალებას
სკოლაში იწერს მეგობრისაგან-გაუაზრებლად, მხოლოდ იმისათვის რომ დავალება ჰქონდეს.
კვლევის მათავარი
კითხვაა : როგორ გავხადო საშინაო დავალების შესრულება აქტუალური და როგორ დავეხმარო
მოსწავლეებს დავალების ხარისხიანად შესრულებაში .
2.2 კვლევის
მიზნები
კვლევის მიზანია
:
1. შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის გაუმჯობესება;
2. შესრულებელი საშინაო დავალების საჭირო რაოდენობის
დადგენა;
3. საშინაო დავალების შესრულების პროცესის დროს წამოჭრილი
პრობლემების იდენტიფიცირება;
4. მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემის გასაგები ფორმისა და სტილის დადგენა, რომელიც ხელს შეუწყობს მისი შესრულებლის ხარისხის
გაუმჯობესებას .
2.3 კვლევის
ამოცანები
იმისათვის რომ მომეხდინა
შედარებითი ანალიზი, კვლევის დასაწყისში პირველად მონაცემებსა და სხვადასხვა ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მიღებულ შედეგებს შორის(ანუ
კვლევის ბოლოს მიღებული შედეგებისა), გადავწყვიტე ანკეტირება, როგორც
მოსწავლეებისა, ასევე მოსწავლეთა მშობლებისა და ჩემი კოლეგებისა.
·
თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენება
·
ინტერვენციების
დაგეგმვა
·
ინტერვენციების
განხორციელება
·
ინტერვენციების
შეფასება
·
ანალიზი
კვლევის შედეგებისა
საწყის ეტაპზე არსებული
მდგომარეობის შეფასება მოვახდინე შემდეგი კითხვების
გამოყენებით:
ანკეტირების კითხვები მოსწავლეებისათვის (რაოდენეობრივი
კვლევის მეთოდი )
1. შეგიძლიათ თუ არა საშინაო დავალების დამოუკიდებლად
შესრულება ?
დიახ
არა
2. საშინაო დავალების შესრულების დროს დასახმარებლად
ხშირად მიმართავთ თუ არა უფროს და- ძმას ან
მშობელს ?
დიახ
არა
3. საშინაო დავალების შესრულება სასიამოვნოა თუ არა
შენთვის?
დიახ
არა
4. საშინაო დავალების რაოდენობა მისაღებია თუ არა შენთვის
?
დია
არა
5. ხომ არ ფიქრობ, რომ საშინაო დავალება უნდა იყოს სახალისო,
რათა მეტი ინტერესით მოეკიდო მის შესრულებას
?
დიახ
არა
6. საჭიროა თუ არა
საშინაო დავალება მათემატიკაში ?
დიახ
არა
ანკეტირების კითხვები მშობლებისთვის ?
( რაოდენობრივი კვლევის
მეთოდი )
1. როგორ ფიქრობთ,
თქვენი შვილისათვის საშინაო დავალების შესრულება მოსაბეზრებელია თუ არა ?
დიახ
არა
2. ხშირად გიწევთ თუ არა დახმარება შვილისათვის საშინაო
დავალების შესრულებისას ?
დიხ
არა
3. თქვენი დახმარებით შესრულებული დავალების ხარისხი
უფრო მაღალია , თუ დამოუკიდებლად შესრულებულისა?
დიახ
არა
4. ფიქრობთ,
რომ მოსწავლე დავალებას დახმარების გარეშე უნდა აკეთებდეს ?
დიახ
არა
5. დავალების შესრულებისათვის საჭირო დროზე მეტს უთმობს
თუ არა თქვენი შვილი, საშინაო დავალების შესრულებას
?
დიახ
არა
6. უნდა ჰქონდეთ თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალება
მათემატიკაში?
დიახ
არა
საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით- ინტერვიუ
კოლეგებთან ( თვისობრივი კვლების მეთოდი )
კითხვები კოლეგებისათვის
:
1. რა პერიოდულობით ასრულებენ მოსწავლეები საშინაო
დავალებას?
2. როგორია დავალების შესრულების ხარისხი ?
3. როგორ ფიქრობთ, ეხმარებიან თუ არა მოსწავლეებს საშინაო
დავალების შესრულების დროს ?
4. რა ტიპის პრობლემებს აწყდებით საშინაო დავალების
შესრულებასთან დაკავშირებით?
თავი III. ლიტერატურის მიმოხილვა
და ანალიზი
სასწავლო სისტემის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საშინაო დავალების შესრულებაა .
საშინაო დავალებას
- ეს იქნება შესრულებული წერილობით თუ ზეპირად სასწავლი, სწავლა- სწავლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს მოსწავლე თავს ძალას ატანს, დიდ ძალისხმევას
იჩენს, რათა დავალება ხარისხიანად შეასრულოს.
დამოუკიდებლად შესრულებულ დავალებას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსწავლეები გამოხატავენ ცოდნის შეძენის სურვილს
და პოზიტიურ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ (Newmann1986).
საშინაო დავალების შესრულება ხელს უწყობს მოსწავლეებში
სხვადასხვა უნარების განვითარებას, რომელიც მათ პრაქტიკაში გამოადგებათ, ცხოვრებისეულ
სხვადასხვა სიტუაციებში. საშინაო დავალების ეფექტურობის გაზრდა სხვადასხვა საშუალებებითაა
შესაძლებელი. მაგალითად მოსწავლეთა თანამშრომლობით, აზრთა გაზიარებით, სხვადასხვა ინტერვენციების
განხორციელებით, რაც მოსწავლეს დაეხმარება შედეგის მიოღწევაში. ამავე დროს მოსწავლისათვის,
დავალების შესრულების შემდეგ მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან სწორი უკუკავშირი.
სხვადასხვა ქვეყანაში საშინაო დავალების მიცემის
სტილი სხვადასხვაა. ზოგ ქვეყანაში დავალებას
იმ მოსწავლეს აძლევენ, რომელიც საჭიროებს.
ზოგ ქვეყანაში კი მოსწავლეებს დავალება დამატებითი მუშაობისათვის ეძლევათ. კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ
სხვადასხვაა. განსხვავებულ შედეგებს გვაწვდის (Robinson 8 patall 2006, trautwein 2007). გავეცანი
თუ როგორი მდგომარეობა და მიდგომაა საშინაო
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანებში.
ინგლისში საშინაო დავალებისათვის რეკომენდირებული
საათები ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული. თვლიან, რომ საშინაო დავალების შესრულების სიხშირე
და მოცულობა უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ .
საფრანგეთში ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის
მიხედვით, იგეგმება საშინაო დავალების გაუქმება. რადგან თვლიან, რომ რომელ მოსწავლესაც სახლში პრობლემები აქვს, მშობლის დახმარება არა აქვთ, ან მშობელი არა ყავთ-ასეთი მოსწავლეები უთანასწორო
მდგომარეობაში არიან სხვა მოსწავლეებთან განსხვავებით. ეს არ უწყობს ხელს ცოდნის გაღრმავებას.
დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე გაკვეთილების
დასრულების შემდეგ ასრულებენ და არც თუ ისე ხარისხიანად.
ამერიკაში მიაჩნიათ, რომ პირველი კლასის მოსწავლეს საშინაო დავალების
შესრულებისათვის მცირე დრო უნდა სჭირდებოდეს. მაგალითად 10 წუთი. II კლასის
მოსწავლეს - 20 წთ. III-IV კლასის
მოსწავლეს - ნახევარი საათი , V-VI
კლასის მოსწავლეს- ერთი
საათი, VII კლასში და ზემოთ - ორი საათი.
რა როლი აკისრია საშინაო დავალების შესრულებას
სწავლა-სწავლების პროცესში? რა სახისა და რა
რაოდენობის დავალებები უნდა მივცეთ მოსწავლეებს?
ყოველდღიურად უნდა მივცეთ თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალება?
რადგან კვლევას დაწყებით კლასში ვატარებ, ამ საკითხს სწორად დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის
განვიხილავ. აუცილებელ პირობად მიმაჩნია, საშინაო
დავალების საკითხები ისე უნდა იყოს შერჩეული მოსწავლეებისათვის, რომ იყოს მათთვის საინტერესო, ცოდნის მიღებაზე , მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული.
საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლეები
უნდა განამტკცებდნენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას. დავალების დამოუკიდებლად შესრულების
ხარისხი უნდა იყოს მაღალი .
მოსწავლის მოტივაციის ამაღლება უნდა ხდებოდეს,
სწორად შესრულებული დავალების შემდეგ , მასწავლებლის მხრიდან მისი ობიექტური შეფასებით, რადგან მას აუმაღლდება
მოტივაცია და ამის შემდეგ მოსწავლე დავალებას უფრო ხალისით შეასრულებს. მოსწავლემ უნდა იცოდეს , რომ მას აქვს უფლება თავისი
აზრი თავისუფლად გამოხატოს და ისიც რომ იგი დაშვებული შეცდომისათვის არ დაისჯება. ამავე
დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლემ ადვილად შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება, სასწავლო რესურსის შექმნა და ამ რესურსის გამოყენებით დავალების ადვილად
შესრულება. რადგან ასე უკეთ დაამახსოვრდება ნებისმიერი თემა .
მოსწავლისათვის მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება
არ უნდა იყოს დიდი მოცულობისა. ხშირია შემთხვევები,
რომ მასწავლებლები მოსწავლეებს დასვენების პერიოდში(არდადაგებზე) აძლევენ დიდი მოცულობის
დავალებებს, არა და მათ დასვენების პერიოდში თამაში და გართობა უნდათ, თუმცა იძულებულები
არიან შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება. დავალების შესრულება მოვალეობის
მოხდის მიზნით ხდება. ასე შესრულებულ დავალებაში შეძლება მოსწავლემ არ გაიაზროს რა
დაწერა და ისიც ხშირია, რომ მოსწავლის მიერ
შესრულებულ დავალებას მასწავლებელი მხოლოდ გადახედავს და არც ამოწმებს. რაც არანაირ
შედეგს არ იძლევა და ასე შესრულებული დავალება მოსწავლისათვის არ არის ცოდნის მიმცემი,
პირიქით მოსაწყენია და შეიძლება ისიც გამოიწვიოს, რომ მოსწავლეს შეძულდეს საგანი. მასწავლებელი
მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მოსწავლეზე საშინაო დავალების მიცემის საკითხს .
განვიხილავ
მაგალითებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე მეთოდებით სწავლა-სწავლებაზე. საკმაოდ
კარგ შედეგს იძლევა სწავლის პროცესში ტექნოლოგიების
გამოყენება. დღევანდელ პირობებში ბავშის აღზრდის პროცესში ინტერნეტი და კომპიუტერი
ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა . დღევანდელ პერიოდში ბავშებს უკეთ გამოსდით
ინტერნეტისა და კომპიუტერის მოხმარება, ვიდრე
ამას უფროსები ახერხებენ. მაგრამ მათ ავიწყდებათ კომპიუტერთან გატარებული დროის სწორად
მართვა, რაც აუცილებლად უნდა ასწავლოს ბავშვს, როგორც მასწავლებლებმა ასევე მშობლებმა .
·
დიდ
ინტერეს იწვევს დაწყებითი კლასის მოსწავლეებში WORD - ში
შესრულებული სავარჯიშოები, რადგან მოსწავლებისათვის ეს უფრო სახალისო და კომფორტული
შესასრულებელია, ვიდრე რვეულში შესრულებული
დავალება .
·
ინტერესით
და სიამოვნებით ქმნიან კომიქსებს .
·
ვიდეორგოლების
ნახვის შემდეგ უფრო ხალისით ასრულებენ დავალებებს და აკეთებენ პრეზენტაციებს - ჩანახატებითა
და წარწერებით .
·
კლასში
ან სახლში, სასკოლო ინვენტარსა და საოჯახო ნივთებში მოიძიებენ გეომეტრიულ ფიგურებს,
აკეთებენ მაკეტებს, ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც იყენებენ თეორიულ ცოდნას .
·
მოსწავლეები
ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო ინტერესითა და ხალისით ახდენენ ინფორმაციის მოძიებას
- საძიებო პროგრამის მიხედვით . ახდენენ ჩამოტვირთვას, აწყობენ სლაიდებს.
·
მოსწონთ
საკუთარი ხელით წიგნის , დღიურის ჩანახატის
მომზადება . ახდენენ ფუნქციების განაწილებას ჯგუფში, ასრულებენ და აფორმებენ ერთ საერთო დავალებას. შემდეგ კი აკეთებენ პრეზენტაციას .
·
შეუძლიათ
დაამზადონ ნებისმიერი ნივთი, მაკეტი. გამოიყენონ სასწავლო რესურსი(მაგალითად: კომპასი,
საათი, კალენდარი, სხვა და სხვა სახის პლაკატები, რომელსაც შემდეგ გამოიყენებენ დავალების შესრულებისას,
როგორც თვალსაჩინოებას).
ასეთი ტიპის სწავლება
მდიდარია თამაშის ელემენტებით. მოსწავლეებისათვის
ასე შესრულებული დავალება სახალისო და საინტერესოა,
თანაც მოსწავლეებისათვის უფრო ადვილად გასაგები ხდება, რადგან კეთებით სწავლებისას მიღებული ცოდნა ბავშვისათვის
საფუძვლიანი ხდება და აღარასდროს ავიწყდება . თუმცა დავალების მოცულობა აქაც გასათვალიწინებელია
, რადგან მოსწავლისათვის დავალება სახალისო, საინტერესო და მისი გონებისათვის მისაწვდომი
უნდა იყოს.
შესრულებული დავალების პრეზენტაციის შემდეგ მნიშვნელოვანია
მასწავლებლის მხრიდან უკუკავშირი. იმისათვის რომ მასწავლებელმა შეძლოს ყველა მოსწავლის
მიერ შესრულებული დავალების შემოწმება, ამისათვის მასწავლებელმა დავალების მიცემის
დროს უნდა გაითვალისწინოს დავალების მოცულობა და მოსწავლეთა შესაძლებლობები. უკუკავშირის
დროს უნდა წარმოვადგინოთ მოსწავლის დადებითი მხარე. გამოვკვეთოთ დავალების ის პუნქტები
, რომლებიც უშეცდომოდ აქვს შესრულებული , რადგან წახალისება მოსწავლისა ახდენს მისი
მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეს რომელსაც
დავალება შეცდომით აქვს ამოხსნილი, მასაც შეცდომაზე დიდი სიფრთხილით უნდა მივუთითოთ
და შევასწორებინოთ ისე, რომ მან უხერხულობა
არ იგრძნოს. მოსწავლეს არ უნდა ქონდეს კომპლექსი და არ უნდა ეშინოდეს შეცდომის აღიარებისა.
მან უნდა იცოდეს , რომ დავალების შემოწმების პროცესი, შესრულებული დავალების პრეზენტაცია, სწორედ შეცდომების გამოსწორებისათვის ხდება. როდესაც დავალების შემოწმება ყოველდღიურად ხდება
მასწავლებლის მხრიდან, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა, მოტივაცია, ეფექტურობა.
როდესაც მოსწავლეს ვაძლევ საშინაო დავალებას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სწორი
და მკაფიო ინსტრუქციის მიცემას. დავალების მიცემის დროს ასევე დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ
მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს .
თანამედროვე მიდგომებით სწავლა- სწავლებისას
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებას. ასეთ დროს დავალებები
ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ისეთი უნარჩვევების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი,
გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის,
ტრანსფერის, ადაპტაციის, ინიციატივის
გამოჩენის, წერის, ანალიზის, სინთეზის უნარები. ამ უნარების განვითარებისათვის საჭიროა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ მათი გონებისათვის
მისაწვდომი, მათ ინტერესებზე მორგებული და სახალისო დავალებები. რადგან მათთვის დავალება
საძულველ აქტივობად არ იქცეს და ამან არ უნდა
გამოიწვიოს საგნის სიძულვილი. პირიქით, საშინაო
დავალების შესრულება მოსწავლეებისათვის სასიამოვნო გართობისა და ცოდნის მიღების საშუალებად
უნდა იქცეს.
თავი IV. კვლევის მეთოდები
კვლევის დროს გამოვიყენე მეთოდები :
·
რაოდენობრივი
კვლევის მეთოდი- ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი
·
თვისობრვი
კვლევის მეთოდი -ჩაღრმავებული ინტერვიუ
4.1 კვლევის ეთიკა
კვლევის ეთიკა მორალური წესებისა და პროფესიული
ვალდებულებების ერთობლიობაა. რომელთა დაცვაც
აუცილებელი პირობა კვლევის პროცესისათვის. პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წესების
ერთობლიობის, მორალური წესების, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენისა და პუბლიკაციის პროცესში მათი დაცვა მეტად
მნიშვნელოვანია.
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფი, სსიპ ქარელის მუიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო
სკოლის I კლასის 25 მოსწავლე, მათი მშობლები
და დაწყებითი საფეხურის 10 მასწავლებელი.
4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები
თვისობრივი კვლევის
მეთოდი - ჩაღრმავებული ინტერვიუ
ინტერვიუ დიალოგის
თანამედროვე ფორმაა, რომელიც პედაგოგიკაში
სოციოლოგიიდან შემოვიდა. განსხვავება დიალოგსა და ინტერვიუს შორის არის ის,
რომ ინტერვიუს დროს მკაცრად არის განსაზღვრული
ინტერვიუერისა და რესპოდენტის როლები, რაც
მკვეთრად არ არის გამიჯნული დიალოგის დროს . აღნიშნულ მეთოდის გამოყენებისას ჩანს პიროვნების დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი.
ხშირ შემთხვევაში ინტერვიუ გამოიყენება , როგორც
კვლევის დამატებითი მეთოდი უფრო მეტი ინფორმაციის
მოსაპოვებლად .
ინტერვიუს უპირატესობა
ეს მეთოდი იძლევა საშუალებას :
·
უკეთ
გავიგოთ რესპოდენტის დამოკიდებულება .
·
ხელი
შევუწყოთ, რომ რესპოდენტი იყოს გულწრფელი.
მოვისმინოთ მისი სუბიექტური შეფასება .
·
პირისპირ
შეხვედრის დროს ადგილი არ ექნება სხვისი აზრის თავზე მოხვევას .
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი
- ანკეტირება
ანკეტირება არის ინტერვიუს სტრუქტურირებული სახე.
ანკეტირების დროს ინტერვიუერი არ ურთიერთობს
რესპოდენტთან, არ უწევს მასთან უშუალოდ ურთიერთობა, როცა შეიძლება, რომ ანკეტირება იყოს ანონიმური, რადგან ასეთ დროს რესპოდენტი უფრო გულწრფელია. შეიძლება ანკეტირებით სრული ინფორმაცია საკითხის
ირგვლივ ვერ მივიღოთ, მაგრამ საკვლევი თემიდან
გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ
აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას რესპოდენტი
უფრო გულწრფელი იქნება, ვიდრე სხვა მეთოდების
გამოყენებისას. სწორედ ამიტომ შევარჩიე ანკეტირების ანონიმური მეთოდი, ხოლო სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე თვისობრივი
კვლევის მეთოდი. ჩემი პრაქტიკის კვლევა და
ნაშრომის მომზადება გულისხმობს კვლევის განხორციელების ეტაპს. კვლევის ფარგლებში გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი
კვლევის მეთოდები. ცნობილია რომ რაოდენობრივი
კვლევის მეთოდის გამოყენებისას მიღებული მონაცემები უფრო საიმედოა. ის იძლევა ობიექტური შედეგების წვდომის შესაძლებლობას,
ვიდრე თვისობრივი, რომელიც ხშირად დამოკიდებულია მკვლევარის შეხედულებებზე.
ამავე დროს რაოდენობრივი კვლევა მეტად მოწესრიგებულად მიმაჩნია, ვიდრე თვისობრივი კვლევა. თუ თვისობრივ კვლევაზე შეხედულება, დიზაინი იხვეწება კვლევის პროცესში, რაოდენობრივი
კვლევისას ნებისმიერი დეტალი წინასწარ მოფიქრებულია. მკვლევარისათვის უფრო ადვილია მიადევნოს თვალყური, თუ როგორი შედეგები აქვს თითოეულ ეტაპზე და როდის გადაუხვია დაგეგმილი
კურსიდან. სხვებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ აღნიშნული კვლევის სანდოობა
.
მკვლევარმა წინასწარ არასოდეს იცის თვისობრივი
კვლევის დროს მოსალოდნელი შედეგები, რადგან
წინასწარ ვერ განჭვრეტ, თუ რა ინფორმაციის
მომცემი აღმოჩნდება სიღრმისეული ინტერვიუ ან რა მოულოდნელი შედეგით დასრულდება დაკვირვება
.
რაოდენობრივი კვლევისას შეიძლება წინასწარ ვიცოდე,
თუ რას უნდა მოველოდე კვლევისაგან, იმისდამიუხედავად
დასტურდება თუ არა მოსაზრება , რადგან რესპოდენტი შეზღუდულია მკვლევარის მიერ მოფიქრებული
სავარაუდო პასუხებით. ეს განპირობებული შეიძლება იყოს იმით, რომ თვისობრივი ინტერვიუ იყოს საკმაოდ ხანგრძლივი
და მონაცემების დამუშავებას დიდი დრო დასჭირდეს,
ხოლო რაოდენობრივი ინტერვიუს ხანგრძლივობა წინასწარ განსაზღვრულია და მონაცემების დამუშავებაც
მარტივია .
ვინაიდან შეკითხვებზე პასუხები წინასწარ არ არის
ცნობილი, თვისობრივი მონაცემები უფრო ხშირად
ტექსტის სახით გვეძლევა და პლატონისთქმით:“ სიტყვები მანიპულაციის საშუალებაა, რადგან ისინი რეალობას პირდაპირ არ ასახავენ, არამედ მის მსგავსებას წარმოადგენენ“. რაოდენობრივი მონაცემები რიცხვების სახით გვეძლევა
და უფრო სანდოდ მიიჩნევა. სოციალური კვლევის
მიზანია გვიჩვენოს, რა ხდება საზოგადოებაში და ახსნას, რატომ ხდება ასე. კვლევა მუდმივი ურთიერთობაა დაკვირვებასა და ახსნას
შორის.
4.4. მონაცემთა ანალიზი
შედეგების ანალიზი
გავაკეთე დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით, რამაც მაჩვენა შედეგები და მომცა საშუალება, დამეგეგმა და განმეხორციელებინა კვლევის შედეგი ეტაპი
.
სასტარტო მდგომარეობის შეფასება
ანკეტირების კითხვები
მოსწავლეებისათვის
( რაოდენობრივი კვლევის მეთოდი ) რესპოდენტის
რაოდენობა 25
1.
შეგიძლიათ
თუ არა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება ?
დიახ 16 არა
9
2.
საშინაო
დავალების შესრულების დროს დასახმარებლად ხშირად მიმართავთ თუ არა უფროს და -ძმას ან
მშობლებს ?
დიახ 9 არა
16
3.
საშინაო
დავალების შესრულება სასიამოვნოა თუ არა შენთვის?
დიახ 7 არა 18
4.
საშინაო
დავალების რაოდენობა მისაღებია თუ არა შენთვის ? დიახ
20
არა 5
5.
ხომ არ
ფიქრობ, რომ საშინაო დავალება უნდა იყოს სახალისო, რათა მეტი ინტერესით მოეკიდო მის შესრულებას
?
დიახ 22
არა 3
6.
საჭიროა
თუ არა საშინაო დავალება მათემატიკაში ?
დიახ 15 არა 10
მოსწავლეთა ანკეტირება-
პირველადი შედეგები
ანკეტირება მშობლებისათვის ( რაოდენობრივი კვლევის მეთოდი )
რესპოდენტი
25
1.
როგორ
ფიქრობთ, თქვენი შვილისათვის საშინაო დავალების შესრულება მოსაბეზრებელია თუ არა
? დიახ 5
არა 20
2.
ხშირად
გიწევთ თუ არა დახმარება შვილისთვის საშინაო
დავალების შესრულებისას ?
დიახ 7 არა 18
3.
თქვენი
დახმარებით შესრულებული დავალების ხარისხი უფრო მაღალია თუ დამოუკიდებლად შესრულებულის
?
დიახ 10
არა 15
4.
ფიქრობთ,
რომ მოსწავლე დავალებას დახმარების გარეშე
უნდა აკეთებდეს ?
დიახ 25
არა 0
5.
დავალების
შესრულებისათვის საჭირო დროზე მეტს უთმობს
თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას ?
დიახ 10 არა 15
6.
უნდა
ჰქონდეთ თუ არა მოსწავლეებს საშინაო დვალება
მათემატიკაში?
დიახ 23
არა 2
ინტერვიუ კოლეგებთან
(ფოკუსჯგუფები )
(
თვისობრივი კვლევის მეთოდი )
რესპოდენტი
10
1. რა პერიოდულობვით
ასრულებენ მოსწავლეები საშინაო დავალებას ?
2. როგორია დავალების
შესრულების ხარისხი ?
3. როგორ ფიქრობთ, ეხმარებიან
თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულების დროს ?
4. რა ტიპის პრობლემებს
აწყდებით საშინაო დავალების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით ?
პედაგოგებმა შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ საშინაო
დავალების შესრულებასთან დაკავშირებით მათი მოსწავლეების დამოკიდებულებაც სხვადასხვაა.
არიან მოსწავლეები, რომლებიც დავალებას ასრულებენ
დამოუკიდებლად, გათვითცნობიერებული აქვთ, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ საშინაო
დავალებას შესრულებას, მაგრამ არიან ისეთი
მოსწავლებიც, მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც,
რომლებსაც სკოლაში მოაქვთ უფროსი და - ძმის
ან მშობლის მიერ შესრულებული დავალება და ისეთი მოსწავლებიც, რომლებიც დავალებას იწერენ სკოლაში მეგობრებისაგან, მხოლოდ იმიტომ, რომ წარუდგინონ მასწავლებელს. დავინტერესდი, ამ
მხრივ როგორი დამოკიდებულებაა საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით და გამოვიკითხე
მაღალი კლასის პედაგოგებიც. მათ აღნიშნეს,
რომ მაღალ კლასებში უფრო მეტია ისეთ მოსწავლეთა
რაოდენობა, რომლებიც საშინაო დავალების შესრულებას
უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან. ნაკლებია საშინაო
დავალების შესრულების ხარისხი და უფრო მეტია შემთხვევები მოსწავლეების მხრიდან მეგობრისაგან დავალების გადაწერისა .
4.5. კვლევის ვადები(კვლევას ვაწარმოებდი ექვსი თვის განმავლობაში)
აქტივობა
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
VI
|
საკვლევი პრობლემის
შეერჩევა
|
X
|
|
|
|
|
|
არსებული კვლევებისა
და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი
|
X
|
X
|
|
|
|
|
კვლევის მეთოდების
შერჩევა
|
X
|
X
|
|
|
|
|
კვლევის შედეგების
დამუშავება
|
|
X
|
X
|
|
|
|
მოსწავლეთა ანკეტირება
(რაოდენობრივი მეთოდი )
|
|
|
X
|
|
|
|
მშობელთა ანკეტირება
(რაოდენობრივი მეთოდი )
|
|
|
X
|
|
|
|
მასწავლებელთა ფოკუსჯგუფებთან
შეხვედრა (თვისობრივი მეთოდი )
|
|
|
X
|
|
|
|
მონაცემთა დამუშავება(შეგროვება,
დახარისხება, ანალიზი)
|
|
|
X
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების
დაგეგმვა
|
|
|
X
|
|
|
|
ინტერვენციების
განხორციელება
|
|
|
X
|
|
|
|
ინტერვენციების
შემდეგ შეხვედრა ფოკუსჯგუფებთან (თვისობრივი მეთოდი )
|
|
|
|
X
|
|
|
ინტერვენციების
შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი )
|
|
|
|
X
|
|
|
ინტერვენციების
შემდეგ მშობელთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი )
|
|
|
|
|
X
|
|
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
X
|
შედეგების გაცნობა
თანამშრომლებისთვის პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
X
|
თავი V. ინტერვენციები
კვლევის შედეგების მიხედვით
შევიმუშავე ინტერვენციები, რომელსაც ვითვალისწინებდი
გაკვეთილის დაგეგმვისას, ვახდენდი დაკვირვებას
შედეგებზე, რაც მოსწავლეთა ჩართულობის პროცესში კარგად ჩანდა
5.1. ინტერვენციების
დაგეგმვა განხორციელება
ინტერვენცია I - მასწავლებლის მიერ შერჩეული დავალება
ინტერვენციის არსი მდგომარეობს იმაში , რომ მასწავლებელი მოსწავლეებს თვითონ
ურჩევს საშინაო დავალებას - კონკურენტულ სავარჯიშოებს. არ აძლევს არჩევანის გაკეთების უფლებას. რაც მოსწავლეს
ხშირად არ მოსწონს, რადგან არჩევანის შეზღუდვა
ხელს უშლის მოტივაციის ამაღლებას , დავალების ხარისხიანად შესრულებას. ნაკლებია მოსწავლის მხრიდან დავალების შესრულების პასუხისმგებლობის ხარისხიც.
ინტერვენცია II - დავალების არჩევის თავისუფლება
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე დავალებას და ავალებს მათ,
თვითონ შეარჩიონ რომელი
დავალებების შესრულებაც უნდათ (მაგალითად: აძლევს
4 დავალებას და ავალებს თვითონ შეასრულონ მათთვის სასურველი ორი დავალება. შემდეგ
კი ახსნან, რატომ
იყო მათთვის საინტერესო მაინცდამაინც ეს ორი დავალება. რამ განაპირობა ის, რომ ეს ორი დავალება შეარჩიეს და რით განსხვავდებოდა
სხვა დავალებებისაგან. ვფიქრობ, რომ არჩევნის თავისუფლება ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, პასუხისმგებლობის ზრდას, შესრულებული დავალების ხარისხს.
მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლად მუშაობას. მას
თვითონ უწევს დავალების არჩევა და დასაბუთება, თუ რატომ აირჩია კონკრეტულად ის დავალება
და არა სხვა .
ინტერვენცია III - სახალისო დავალება
მასწავლებელი მოსწავლეებს
ავალებს ახსნილ თემასთან დაკავშირებით თვითონ შექმნან დავალების შესრულებისათვის საჭირო
რესურსი და ისე შეასრულონ დავალება ამ რესურსის გამოყენებით. მაგალითად მოსწავლეებმა
თავის მიერ დამზადებული სასწორით შეამოწმონ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის წონა .
ინტერვენცია IV - პატარა გამომგონებლები
მოსწავლეებმა თვითონ უნდა დამზადონ ხელსაწყოები, რომლითაც გაზომავენ საკლასო ოთახში ან საკუთარ სახლებში აღმოჩენილ ფიგურებს,
მაგალითად დაამზადონ სახაზავი და არა მარტო
გაზომონ ეს ფიგურები, არამედ კიდევაც გამოთვალონ
მისი პერიმეტრი ან კიდევ შექმნან მაკეტები სხვადასხვა გეომეტრული ფიგურებისა .
5.2. ინტერვენციების შეფასების
მეთოდები
1. შეხვედრა მოსწავლეებთან ( ინტერვიუ-თვისობრივი
მეთოდით)
2. მოსწავლებისა და მშობლების გამოკითხვა ანკეტირებით (რაოდენობრივი მეთოდით
)
3. შედეგების ანალიზი
იგივე კითხვარების საშუალებით
მოვახდინე შედეგების კვლევა ინტერვენციების შემდეგ, რათა მომეხდინა შედარება ინტერვენციბამდე
არსებული შედეგებისა და ინტერვენციების შემდეგ არსებული შედეგებისა. ერთი და იგივე
კითხვარების გამოყენებამ გამიადვილა შედარებითი ანალიზის გაკეთება. დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ინტერვენციების
განხორციელებამ შედეგები გააუმჯობესა .
ანკეტირება მოსწავლეებისათვის
(რაოდენობრივი კვლევის
მეთოდი )
რესპოდენტი 25
1. შეგიძლიათ თუ არა
საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება ? დიახ 20
არა 5
2. საშინაო დავალების
შესრულების დროს დასახმარებლად ხშირად მიმართავთ თუ არა უფროს და - ძმას ან მშობელს
?
დიახ 5 არა 20
3. საშინაო დავალების
შესრულება სასიამოვნოა თუ არა შენთვის?
დიახ 18
არა 7
4. საშინაო დავალების
რაოდენობა მისაღებია თუ არა შენთვის ? დიახ 22
არა 3
5. ხომ არ ფიქრობ, რომ საშინაო დავალება
უნდა იყოს სახალისო, რათა მეტი ინტერესით მოეკიდო მის შესრულებას ?
დიახ 25
არა 0
6. საჭიროა თუ არა საშინაო დავალება მათემატიკაში ?
დიახ 22
არა 3
მოსწავლეთა ანკეტირების შედეგები
ინტერვენციის შემდეგ :
ანკეტირების კითხვები მშობლებისთვის
( რაოდენეობრივი კვლევის მეთოდი
)
რესპოდენტი 25
1. როგორ ფიქრობთ თქვენი შვილისათვის საშინაო დავალების შესრულება მოსაბეზრებელია
თუ არა ?
დიახ 2
არა 23
2. ხშირად გიწევთ თუ არა დახმარება შვილებისთვის საშინაო დავალების შესრულებისას
?
დიახ 3
არა 22
3. თქვენი დახმარებით შესრულებული დავალების ხარისხი უფრო მაღალია თუ დამოუკიდებლად
შესრულებისა?
დიახ 4
არა
21
4. ფიქრობთ, რომ მოსწავლე დავალებას დახმარების გარეშე უნდა აკეთებდეს
? დიახ 25
არა
0
5. დავალების შესრულებისათვის, საჭირო დროზე მეტს უთმობს თუ არა თქვენი შვილი
საშინაო დავალების მომზადებას ?
დიახ 6
არა 19
6. უნდა ჰქონდეთ თუ არა მოსწავლეებს საშინაო დავალება ?
დიახ 25
არა 0
თავი VI. კვლევის შედეგების
ანალიზი
6.1.
პირველადი მონაცემები და შედეგები ინტერვენციების შემდეგ
ინტერვენციების გამოყენება მოსწავლეებს
დაეხმარა დავალების უკეთ შესრულებაში. მათთვის დავალების შესრულება უფრო საინტერესო
და სახალისო გახდა. დავალებას უფრო მეტი მონდომებითა და ინტერესით აკეთებდნენ. მათ აღმოაჩინეს ის, რომ მათემატიკა არის ის საგანი,
რომელიც მათ სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში
. ადვილად გადაჭრიან ამა თუ იმ პრობლემას. ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში. მოსწავლეები მიხვდნენ,
რომ კლასში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენონ დავალების შესრულებისას და არა მარტო ეს
- უნდა მოახდინონ ამ ცოდნის ტრანსფერი. გაიზარდა
დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხიც. მათ სურვილიც კი გაუჩნდათ, რომ დავალების შესრულებისას კი არ დალოდებოდნენ უფროსების
დახმარებას, არამედ პირიქით თავისი ცოდნა გამოეყენებინათ
უფროსების დასახმარებლად და სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებებიც თვითონ მიეღოთ დამოუკიდებლად
.
6.2.
კვლევის შედეგების ანალიზი
მოსწავლების პირველადი გამოკითხვის
შემდეგ შედეგების შედარებითი ანალიზი: კვლევამ აშკარად აჩვენა, რომ შედეგები ინტერვენციის გამოყენების შემდეგ გაუმჯობესდა.
ანკეტირება მოსწავლეთათვის, ინტერვენციების გამოყენებამდე და მას შემდეგ :
(რაოდენობრივი კვლევის
მეთოდი )
რაოდენობა
25
1. შეგიძლიათ თუ არა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება ? დიახ
16-20
არა 9-5
2. საშინაო დავალების შესრულების დროს დასახმარებლად ხშირად მიმართავთ თ არა
უფროს და -ძმას ან მშობლებს ?
დიახ 9 -5
არა 20 -16
3. საშინაო დავალების შესრულება მათემატიკაში, სასიამოვნოა თუ არა შენთვის
?
დიახ 7 -18 არა 7 -18
4. საშინაო დავალების რაოდენობა მისაღებია თუ არა შენთვის ? დიახ 20 - 22
არა 5 - 3
5. ხომ არ ფიქრობ, რომ საშინაო დავალება
უნდა იყოს სახალისო, რათა მეტი ინტერესით მოეკიდო მის შესრულებას ?
დიახ 22-25
არა 3- 0
6. საჭიროა თუ არა საშინაო დავალება მათემატიკაში? დიახ 15 - 22
არა 10 - 3
მშობელთა ანკეტირების შედეგები ინტერვენციებამდე და ინტერვენციების შემდეგ
მიღებული შედეგების საფუძველზე
დავინახე , რომ საშინაო დავალების შესრულებისათვის მზაობა მოსწავლეთა მხრიდან გაზრდილია.
ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები მეტი ხალისითა და მონდომებით ასრულებენ
საშინაო დავალებას . ნაკლებად სჭირდებათ უფროსების დახმარება, ზოგი მოსწავლე კი, როგორც მანამდე საჭიროებდა დავალების შესრულების
დროს დახმარებას, საერთოდ აღარ სჭირდებოდა
დახმარება. გაიზარდა დამოუკიდებლად მუშაობის
ხარისხი მოსწავლეთა მხრიდან, რაც მთავარია შეიცვალა დამოკიდებულება მათი მხრიდან, როგორც საგნის -მათემატიკის მიმართ, ასევე მათემატიკაში -საშინაო დავალების შესრულების
მიმართაც .
ინტერვიუ
მოსწავლეთა ფოკუსჯგუფებთან (
თვისობრივი მეთოდი )
რესპოდენტი 25
1. როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება საშინაო დავალების შესრულების მიმართ?
2. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა საშინაო დავალება მათემატიკაში იყოს საინტერესო?
3. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი საშინაო დავალების შესრულება? 4. გაგიადვილდათ თუ არა დავალების შესრულება ინტერვენციების
გამოყენებამ.
პირველი მონაცემებისგან განსხვავებით
, მეორე გამოკითხვის მონაცემებმა აჩვენა რომ საშინაო დავალების შესრულების პროცესი
მოსწავლებისთვის უფრო საინტერესო , სახალისო გახდა . მოსწავლეები დახმარებისათვის აღარ
მიმართავდნენ უფროსებს საშინაო დავალების შესრულებისას იხსენებდნენ კლასში ახსნილ მასალას
თეორიულ ცოდნას იყენებდნენ პრაქტიკაში, რაც ხელს უწყობდა ტრანსფერის უნარის განვითარებას.
მათი დამოკიდებულება საშინაო დავალების შესრულების მიმართაც და საგნის მიმართაც საგრძნობლად
შეიცვალა.
თავი VII. მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები
მიგნებები
ინტერვენციების გამოყენებამ ხელი შეუწყო:
·
საგნის - მათემატიკისადმი
ინტერესის გაზრდას
·
პირადი პასუხისმგებლობის
ამაღლებას
·
საშინაო დავალების
შესრულების ხარისხის ამაღლებას
·
დამოუკიდებლად, სხვისი
დახმარების გარეშე მუშაობის უნარის განვითარებას
·
ტრანსფერის უნარის
განვითარებას
რეკომენდაციები
კვლევის საფუძველზე და კვლევის
შედეგებიდან გამომდინარე შემიძლია ჩემს კოლეგებს ვურჩიო, რომ საშინაო დავალების მიცემისას
გაითვალისწინონ დავალების მოცულობა, თუ რა რაოდენობის დავალებას აძლევენ, შეიტანონ
თამაშის ელემენტები, რომ დავალების შესრულება მათთვის საინტერესო და სახალისო გახდეს. დავალების მიცემისას მისცენ მოსწავლეებს მკაფიო
ინსტრუქციები. კვლევის პროცესში იმასაც გავამხვილე ყურადღება, რომ დავალების შესრულება მოსწავლისათვის
მოსაბეზრებელი არ უნდა გახდეს, პირიქით, მოსწავლეს უნდა დავანახოთ საგნის სწავლების საჭიროება, რადგან მას არ გაუჩნდეს ეჭვი „თუ რაში სჭირდება მას
ამ საგნის სწავლება?“ ჩემს მიერ გამოყენებული ინტერვენციები მათ დაეხმარა იმაში,
რომ გაეთვითცნობიერებინათ საშინაო დავალების
შესრულების აქტუალობა და გაადვილებოდათ დავალების შესრულება.
ნაკლოვანებები
კვლევის პროცესმა აჩვენა, რომ მიუხედავად ინტერესის გაღვივებისა მოსწავლეებში,
რომ საშინაო დავალების შესრულებისას მნიშვნელოვანია ის ფაქტი-მოსწავლემ დავალება დამოუკიდებლად
შეასრულოს, მაინც აქვს ადგილი მშობლების მხრიდან შვილებზე დახმარებას და უფრო მეტიც,
ზოგი მშობელი იმაზეც გამოთქვამს პრეტენზიას,
რომ ჯობია მოსწავლეს ჰქონდეს კონკრეტული დავალება და მას არ ქონდეს თავისუფლება დავალების
შერჩევისას.
კვლევის პროცესში გამოკითხვა ვაწარმოე
ჩემი სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისა, თუმცა კარგი იქნებოდა, მეთანამშრომლა სხვა
სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგებთან და მათი აზრიც გამეთვალისწინებინა.
დასკვნა
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის
საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მოსწავლეებში საშინაო დავალების შესრულების
ხარისხის გაზრდა, გაზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას დავალების შესრულების მიმართ,
გაიზრდება მოსწავლეებში დავალების დამოუკიდებლად შესრულების ხარისხიც. მათ გაუჩნდებათ
მათემატიკის სწავლებისადმი მეტი ინტერესი. ინტერვენციების განხორციელების შემდეგ მიღებულმა
შედეგებმა მაჩვენა, რომ საშინაო დავალების შესრულების ხარისხი უფრო გაუმჯობესდა. მოსწავლეები
გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. შეიძინეს გარკვეული ცოდნა, გაიუმჯობესეს სხვადასხვა
უნარები. გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას უკეთ იყენებენ საშინაო დავალების შესრულებისას. რის საფუძველზეც, მშობლები გამოთქვამდნენ კმაყოფილებას,
რომ მათი შვილები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მათემატიკის სწავლების მიმართ და საშინაო დავალების შესრულებისას ნაკლებად ან საერთოდ
აღარ სჭირდებოდათ მათი დახმარება.
კოლეგების გამოკითხვამ მაჩვენა, რომ საჭიროა მათი
აზრის მოსმენა-გაზიარება. გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობ, აღნიშნული
კვლევის შედეგების გათვალისწინება და მიღებული გამოცდილება ჩემს კოლეგებსაც გამოადგებათ
საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ბიბლიოგრაფია:
4. განვითარების და სწავლის
თეორიები , 1წიგნი .(რედ. ს .გორგოძე).
5. გაკვეთილის პროცესის
წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები _29აგვისტო
, 2014 ) მანანა ბოჭორიშვილი .
6. გიორგაძე მიხ,,როგორ
ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე ?“/ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
7. ეროვნული სასწავლო
გეგმა
8. ზურაბიშვილი თ.
,, თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში “ სოციალური მეცნიერებათა ცენტრი2006
9. მ. ინასარიძე . ს.
ლობჟანიძე. მ. რატიანი. ი. სამსონია. „ მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“.
ნაწილი მეორე.
10. რობერტ. ჯ . მარზანო.
დებრა ჯ. ფიქერინგი. ჯეინ. ი. ფოლოქი. „ეფექტური
სწავლება სკოლაში“.
11. ჯეკი თერნბული. „პროფესიონალი
მასწავლებლის 9 მახასიათებელი“.
12. ს. ლობჟანიძე. „როგორ
წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“. ინტერენეტჟურნალი „მასწავლებელი“. 2012 წლის 3 მაისი.
http://mastsavlebeli.ge/?p=281
რეფლექსია
პრაქტიკული კვლევა საუკეთესო საშუალებაა
იმისათვის, თუ როგორ შევისწავლო საკუთარი პრაქტიკა, როგორ გავაუმჯობესო ჩემი მუშაობის
პროცესი და როგორ ვიზრუნო საკუთარ პროფესიულ ზრდაზე. იგი მიმართულია პრაქტიკაში არსებული
რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა შესაძლებლობას
საკვლევი პრობლემის გადაჭრისა და სასურველი შედეგის მიღებისა. კვლევის პროცესმა ხელი
შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდას, ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: გუნდური მუშაობა,
კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება.
2018-2019 სასწავლო წლის ნოემბერში დავიწყე ჩემი
პრაქტიკის კვლევა მეტად აქტუალურ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საშინაო დავალების
შესრულებას პირველ კლასში.
კვლევის პროცესში ანკეტირების
საშუალებით გამოვიკითხე მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები. ჩემთვის მათგან
მიღებული ყოველი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო კვლევის სწორად წარმართვისა და ჩემი
შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებისათვის.
მოვახდინე ჩემი კვლევის გაზიარება
კოლეგებისათვის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. მათ წინაშე წარმოვადგინე კვლევის
ყველა პუნქტი. აღმოჩნდა, რომ ჩემს კოლეგებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემები დავალების
შესრულებასთან დაკავშირებით. ვუპასუხე მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას კვლევასთან
დაკავშირებით. მათი კითხვებიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ მათ კვლევის ყველა პუნქტი
აინტერესებდათ. განსაკუთრებით კი მათთვის საინტერესო და მოსაწონი იყო ის , რომ ინტერვენციების
გამოყენების შემდეგ გაიზარდა დავალების დამოუკიდებლად შესრულების ხარისხი, ინტერესი,
პასუხისმგებლობა. აღნიშნეს, რომ ჩემს მიერ გამოყენებულ ინტერვენციებს თვითონაც გამოიყენებდნენ
საკუთარ პრაქტიკაში. კვლევა შეაფასეს დადებითად და გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლევაზე
ერთად მუშაობისა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი შეფასება და რეკომენდაციები.
კვლევის ავტორი: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების
პედაგოგი ცირა თურმანიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий